World Vision საქართველო
country

საქართველო

1996 წელს World Vision-მა ოფისი გახსნა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა ეკონომიკური დახმარების გაწევას და საქართველოს ღარიბი და დაუცველი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას. ამჟამად World Vision-ის საქართველოს ოფისის ყველა პროექტი ორგანიზებულია ორი ძირითადი კომპონენტის გარშემო: ბავშვები და ახალგაზრდები, და სიღარიბის დაძლევა. პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას. ჩვენი საქმიანობა თემის განვითარებაზეა ორიენტირებული და გრძელვადიან ინტერვენციას გულისხმობს.

World Vision-ს არჩეული აქვს მდგრადი მიდგომა, რომლის მეშვეობითაც ბავშვის კეთილდღეობის გაუმჯობესება გულისხმობს მოცემული ბავშვის ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო ობიექტების პირობებისა და ხარისხის გაუმჯობესებას და ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას.

World Vision-ის საქართველოს ოფისი ქვეყნის ოთხ გეოგრაფიულ რეგიონში ახორციელებს საქმიანობას: იმერეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და ახლა უკვე თბილისში. ჩვენი რეგიონული პროექტები სამხარეო განვითარების პროგრამის სახელით არის ცნობილი.

World Vision-ის საქართველოს ოფისის ზოგადი მიზანია, რომ ბავშვები ცხოვრობდნენ ჯანსაღ და აქტიურ საზოგადოებაში, რომელიც ინკლუზიური და ტოლერანტულია და თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა ყველასთვის.

Twitter Feed

Facebook Feed