World Vision მომწოდებლის ქცევის კოდექსი

World Vision მომწოდებლის ქცევის კოდექსი

ბოლოს განახლდა 2022 წლის სექტემბერში

ვერსია 3

World Vision International (WVI)-ს  მტკიცედ აქვს განზრახული, დაიცვას უმაღლესი ეთიკური და მორალური სტანდარტები  შესყიდვების ყველა პროცედურის განხორციელებისას.  ქცევის ეს კოდექსი ითვალისწინებს პრინციპებისა და ქცევების ერთობლიობას ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებული შესყიდვების, ეთიკის და საერთაშორისოდ აღიარებული კარგი ბიზნეს პრაქტიკის დაცვას. იმის უზრუნველსაყოფად, რომ World Vision/VisionFund და მათი ყოველი შვილობილი ობიექტი (WV/VF) იყოს დონორის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, ჩვენ დავიცავთ დონორთა შესყიდვის მოთხოვნებს, სადაც ეს შესაძლებელია. ამიტომ, WV/VF მოელის, რომ მისი მომწოდებლები, კონტრაქტორები და მათი ქვეკონტრაქტორები ხელს მოაწერენ ქცევის კოდექსს და დაადასტურებენ თანხმობას წინამდებარე პრინციპების დაცვაზე.

WV/VF მოელის თავისი მომწოდებლებისგან:

  1. მცდელობას, გააუმჯობესონ ფასისა და ხარისხის თანაფარდობა -

         ა) აქტიურად შეეცდებიან, რომ აჩვენონ და გააუმჯობესონ შედეგები და შეამცირონ                          ხარჯები ხელშეკრულების და/ან შესყიდვის შეკვეთების მოქმედების მანძილზე.

         ბ) მოგვაწოდონ ადექვატური და სამართლიანი ფასები,მოთხოვნებისა და რისკების                         გათვალისწინებით.

 

2)    იმოქმედებენ პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით -

        ა) იქნებიან პატიოსანი და რეალისტური თავისი შესაძლებლობების შეფასებაში,                                სატენდერო შემოთავაზების გაკეთებისას.

        ბ) World Vision მოელის, რომ მისი მომწოდებლები, წაახალისებენ და ითანამშრომლებენ             საკუთარ მომწოდებლებთან და ქვეკონტრაქტორებთან, რათა უზრუნველყონ, რომ                        ისინიც, თავის მხრივ,  შეეცდებიან დაიცვან ამ ქცევის კოდექსის პრინციპები და                                 შეძლებენ ამის დემონსტრირებას საჭიროების შემთხვევაში.

       გ) იმოქმედებენ ისეთნაირად, რომ ხელი შეეწყოს WV/VF-თან პროფესიული და ეთიკური            საქმიანი ურთიერთობის განვითარებას.

        დ) გამოამჟღვნებენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი მკაფიო,                      აქტიური ერთგულებას.

 

3)    იქნებიან  ანგარიშვალდებული -

         ა) გამოიყენებენ ფასწარმოქმნის ისეთ სტრუქტურას, სადაც  გადახდები პირდაპირ არის               დაკავშირებული შედეგებთან და  შესრულების რისკის უფრო დაბალანსებულ                                   განაწილებას ასახავს.

        ბ) მზად არიან, რომ პასუხისმგებლობა აიღონ იქნებიან მოულოდნელ შედეგებზე და                      გაიაზრებენ პასუხისმგებლობას საკუთარ როლზე, მათ შორის იქნებიან გულწრფელები,            როცა რაიმე არასწორად მიდის, რათა დაშვებულ შეცდომებზე ისწავლონ.

4)    გვერდზე დაუდგებიან   WV/VF –ს -

         ა) მზად იქნებიან WV/VF - ის ნებისმიერ ოფისში სამუშაოდ, მათ შორის არასტაბილურ                 და კონფლიქტებით დაზარალებულ რაიონებში.

         ბ) განახორციელებენ ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის ცოდნის გაზიარება და                     გადაცემა საერთო განვითარების ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

5)    თანახმა იქნებიან  ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებაზე -

        მიმწოდებელი ან კონტრაქტორი ადასტურებს(ებ)ს, რომ მათ არა აქვთ ურთიერთობა,                    საქმიანი კავშირები, ჩართულობა, ასოციაციები, თანამდებობა, ფინანსური ინტერესი და            არ მიუღიათ რაიმე საჩუქარი, სესხი, ან არ მიუღიათ მონაწილეობა რაიმე სხვა სახის                       ტრანზაქციაში, რომელიც მოითხოვს ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას  World                         Vision-ის ან VisionFund-ის ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკის ფარგლებში. 

6)    დაიცავენ შრომის საერთაშორისო კონვენციებს და შრომის მოქმედ სამართალს.

7)     ექნებათ ძლიერი გარემოსდაცვითი პოლიტიკა -

          ა) WV/VF მოელის, რომ მისი მომწოდებლები გაატარებენ ეფექტურ გარემოსდაცვით                      ეფექტურ პოლიტიკას და დაიცავენ არსებული კანონმდებლობის ნორმებს და                                    რეგულაციებს გარემოს დასაცავად.

WV მიმწოდებლის ქცევის კოდექსის აღიარების განცხადება

ჩემი ხელმოწერა ქვემოთ ადასტურებს, რომ მე/ჩვენ/მიმწოდებელმა, წავიკითხე, სრულად მესმის და ვეთანხმები World Vision-ის მიმწოდებლის ქცევის კოდექსის ზემოთ ჩამოყალიბებულ პრინციპებს, გამოყენების შემთხვევაში. მე მესმის, რომ ნებისმიერმა ქმედებამ, რომელიც არ შეესაბამება ამ მიმწოდებლის ქცევის კოდექსს, შეიძლება გამოიწვიოს World Vision-თან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტა.

 

_____________________________________________________                                                             ___________

მიმწოდებლის წარმომადგენლის სახელი და თანამდებობა                                 ხელმოწერა

 

_____________________________________________                                                                            ____________

კომპანიის/მიმწოდებლის სახელი                                                                                            თარიღი