ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის

პროექტი: ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის.
დონორი: ევროკავშირი.
პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები: World Vision საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია.
ძირითადი მიზანი: ხელი შეუწყოს საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.
განხორციელების/სამუშაო პერიოდი: 01.02.2018 – 31.01.2020
გეოგრაფიული არეალი: საქართველოს 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტი:
• კახეთის რეგიონი: თელავი, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტები;
• სამცხე-ჯავახეთის რეგიონი: ახალციხის და ადიგენის მუნიციპალიტეტები;
• იმერეთის რეგიონი: ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები;
• ქვემო ქართლის რეგიონი: რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტები;
• სამეგრელოს რეგიონი: აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტები;
• აჭარის რეგიონი: ბათუმის და შუახევის მუნიციპალიტეტები.
სამიზნე ჯგუფი: საქართველოს 6 რეგიონში მოქმედი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები; 13 მუნიციპალიტეტი საქართველოს 6 რეგიონიდან; ადგილობრივი ბიზნესი; დაახლოებით 200 თემი სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, კერძოდ, კი ყველაზე მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფები:
- ბავშვები
- ახალგაზრდები
- ქალები
- ეთნიკური უმცირესობები
- დევნილები
- შშმ პირები
პროექტის სამიზნე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ დონეზე ანგარიშვალდებულებისა და მონაწილეობითი პოლიტიკის ფორმირების პრაქტიკის დანერგვის მიზნით, პროექტი ორი წლის განმავლობაში იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
1. არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა ადვოკატირებასა და მონაწილეობითი ბიუჯეტის შემუშავებასა და მონიტორინგში;
2. მონაწილეობითი პოლიტიკის და გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის განვითარების მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
3. არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობა, განავითარონ ხელმისაწვდომი და თემის საჭიროებაზე მორგებული სოციალური მომსახურებები;
4. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და კერძო სექტორს შორის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის და მოხალისეობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
პროექტის მიერ ჩატარებული სამუშაოს მოსალოდნელი შედეგები:
• გაძლიერებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა საჯარო პოლიტიკის ფორმირებაზე და ეფექტიანად ადვოკატირებენ მათი სამიზნე ჯგუფების უფლებებს;
• ადგილობრივ დონეზე განვითარებულია თემის საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი და ინკლუზიური პოლიტიკა;
• გაზრდილი სოციალური ანგარიშვალდებულების, და თანამონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის ხელშეწყობის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობა უფრო სანდო, ლეგიტიმური და ეფექტიანია;
• ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მდგრადობა მხარდაჭერილია სექტორთაშორისი (მათ შორის კერძო სექტორის), პარტნიორობის განვითარებით.